დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Next Door
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "Next Door", რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით მუდმივად ახალ პროექტებზე მუშაობს და მომხმარებლებს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებსა და ახალ სტანდარტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ოფისის ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
** ოფისში დისციპლინისა და კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის მართვა და კორესპონდენციის კონტროლი;
** კომპანიის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
** საკანცელარიო და საოფისე რესურსების მართვა;
** სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე დროული და პროფესიული პასუხის გაცემა.
მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
პირობები:
** ფიქსირებული ხელფასი;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|