დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Next Door
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "Next Door", რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით მუდმივად ახალ პროექტებზე მუშაობს და მომხმარებლებს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებსა და ახალ სტანდარტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება;
** პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებადა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** პრეზენტაციების ორგანიზება, დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
** მომხმარებელთა ბაზის განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** არსებული მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების გაცნობა და მათი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა, ეფექტური ვერბალური და წერილობით კომუნიკაციისთვის;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, CRM სისტემები);
** პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება (უპირატესად უძრავ ქონებასთან ან სამშენებლო კომპანიაში)
დაინტერესებულ კანდიდატებს "Next Door"-ი სთავაზობს:
** ანაზღაურების ეფექტურ სქემას (ხელფასს + ბონუსი);
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრული გუნდი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|