დასახელება:
ფლორისტი
|
მომწოდებელი:
Super
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს ფლორისტის პოზიციაზე ვეძებთ ოფისისა და მაღაზიისთვის.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
თანამშრომელმა უნდა იაროს კვირაში ორჯერ ორ სხვადასხვა მისამართზე:
თბილისი, ვერა, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, რომან მიმინოშვილის ქუჩა, #1
თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი #47
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 2 დღე თითოეულ მისამართზე
სამუშაო პერიოდი: დღის განმავლობაში თითო მისამართზე მაქსიმუმ 40-60 წუთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
ანაზღაურების ოდენობა: 300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყვავილების მორწყვა კვირაში ორჯერ;
** ყვავილების მოვლა, შეწამვლა თუ სხვა საჭიროების შესაბამისად;
** ყვავილების გადარგვა საჭიროების შესაბამისად;
მოთხოვნები:
** შესაბამისი განათლება ან გამოცდილება;
** სხვადასხვა ყვავილის სპეციფიკის ცოდნა მათი ეფექტური მოვლისთვის;
** სასურველია, ფლორისტად მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში:
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - ფლორისტი)
დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/zlMPH
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|