დასახელება:
მათემატიკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
თბილისის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"თბილისის საერთაშორისო სკოლამ" წარმატებით გაიარა ინგლისურენოვანი საერთაშორისო აკრედიტაცია. გაფართოებული საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ვიწვევთ ენერგიულ, კვალიფიციურ და მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მისწრაფებას — უზრუნველყონ მაღალი ხარისხის, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება ამერიკული სტანდარტებით.
შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე (ინგლისურენოვანი სექტორი).
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (არანაკლებ C1 დონეზე);
** საგაკვეთილო პროცესის სრულად ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი;
** შესაბამისი საგნობრივი კვალიფიკაცია და უმაღლესი განათლება;
** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების უნარი სასწავლო პროცესში.
** საგანმანათლებლო საფეხური: VII-XII კლასები
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები
ანაზღაურება: შეთანხმებით (საათობრივი ანაზღაურების სისტემით)
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
საჭიროების შემთხვევაში — სამოდელო გაკვეთილის ჩატარება (წინასწარ განსაზღვრული თემატიკით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@tis.edu.ge
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანის დასახლება, თავისუფლების ქუჩა N10
|
|
|
|