Робота для біженців з України
ენისა და მეტყველების თერაპევტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: StepUp
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "სთეფ აფ" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ლოგოპედის/მეტყველების თერაპევტის)
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თვითმოტივაცია;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება.
** მშობლის გაძლიერებაზე მუშაობა, მშობლის მუშაობის პროცესში ეტაპობრივი ჩართვა, რათა მან შეძლოს ყოველდღიურობაში ბავშვის კომუნიკაციისა და მეტყველების სწორი სტიმულირება (ძალდაუტანებელი და პოზიტიური).

სამუშაო დატვირთვა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info1.stepup@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე