დასახელება:
ინგლისური ენის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
თბილისის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"თბილისის საერთაშორისო სკოლამ" წარმატებით გაიარა ინგლისურენოვანი საერთაშორისო აკრედიტაცია.
გაფართოებული საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ვიწვევთ ენერგიულ, კვალიფიციურ და მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მისწრაფებას — უზრუნველყონ მაღალი ხარისხის, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება ამერიკული სტანდარტებით.
შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე (ინგლისურენოვანი სექტორი)
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (არანაკლებ C1 დონეზე);
** შესაბამისი საგნობრივი კვალიფიკაცია და უმაღლესი განათლება;
** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების უნარი სასწავლო პროცესში.
** საგანმანათლებლო საფეხური: VII-XII კლასები
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები
** ანაზღაურება: შეთანხმებით (საათობრივი ანაზღაურების სისტემით)
** მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანის დასახლება, თავისუფლების ქუჩა N10
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
** საჭიროების შემთხვევაში — სამოდელო გაკვეთილის ჩატარება (წინასწარ განსაზღვრული თემატიკით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@tis.edu.ge.
|
|
|
|