Робота для біженців з України
სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი - დაბა კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (დაბა კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლებლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგი და რეგულირება;
** დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა დადგენილი განრიგის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: დაბა კიკეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 01 ოქტომბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 148 148

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე