დასახელება:
სამშენებლო შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ანკო
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია "ANKO" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "ANKO" წარმოადგენს სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელსაც განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და აშენებული აქვს 60, 000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ამჟამად აქვს ოთხი მიმდინარე სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტი და ეძებს სამშენებლო შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტს ქალაქ ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობის პროცესის სამართავად.
მისამართი: ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #258-260
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მართვა.
** შრომის უსაფრთხოების არსებული სტანდარტებისა და კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.
** რეგულარული შემოწმებების განხორციელება, რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
** უსაფრთხოების პროცედურების და წესების შემუშავება, თანამშრომელთა ინფორმირება და აღსრულების კონტროლი.
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ტრენინგების პერიოდული დაგეგმვა და ჩატარება.
** შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინვენტარის მონიტორინგი.
** სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და პერიოდული გავლა სამშენებლო საქმეთა მწარმოებელთან და კომპანიის მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შესაბამისი სერტიფიკატი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** MS საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Outlook
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა, პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე (გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "სამშენებლო შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი"): hr@anko.ge.
|
|
|
|