Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664030&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლუმენი კვლევა
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს "ლუმენი კვლევა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გრაფიკი;
** რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (თუ თქვენთვის კომფორტულია);
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** საპრეზენტაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა;
** პოტენციურ დამკვეთებთან (ბიზნეს ორგანიზაციებთან და კომპანიებთან კომუნიკაცია), შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში
** მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე (რის გამოც ვითხოვთ გამოცდილებას);
** თვითპრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას ბონუს სისტემით;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გზღუდავთ საქმის შესრულების მექანიზმებსა და დროში, არ ვითხოვთ წინასწარი გეგმის მომზადება და ჩვენი მითითებების საფუძველზე მოქმედებას, თუ გაქვთ სათანადო გამოცდილება, ან თუ გაქვთ პროფესიული ალღო.

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@lumen.org.ge-ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია