Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Qstay Gratus
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
თანამედროვე, 28 ნომრიანი აპარტ-ჰოტელი Qstay Gratus Tbilisi -ი ეძებს გუნდის ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
ანაზღაურება: დღიური 65 ლარი ხელზე
განიხილება რეზერვის პოზიციაც

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება
** სასტუმროში სისუფთავისა და კომფორტის უზრუნველყოფა
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და თავაზიანი რეაგირება
** სასტუმროს პოლიტიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სისუფთავისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროულად და ხარისხიანად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
** მოქნილი გრაფიკი

თუ თქვენ ხართ სტუმრებზე ორიენტირებული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი და გსურთ გახდეთ Qstay Gratus Tbilisi-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: gaiane@qstay.ae ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის: 995 555 20 39 93

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "Qstay Georgia" -სთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე