Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663980&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰედვაისი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "ჰედვაისი" ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის ეძებს გაყიდვების სპეციალისტს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00.
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.

პოზიციის ვალდებულებები:

** შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული გაყიდვების გეგმები;
** განსაზღვროს და მოიძიოს ახალი ბიზნეს შესაძლებლობები;
** მართოს და შეინარჩუნოს ურთიერთობები ძირითადი მომხმარებლების პორტფელთან;
** შეისწავლოს მომხმარებლის საჭიროებები და წარმოადგინოს გადაწყვეტები, რომლებიც ეხმიანება მათ ბიზნეს მიზნებს;
** ჩაატაროს გაყიდვის დაკარგული შესაძლებლობების ანალიზი და შეიმუშაოს მათი რაოდენობის შემცირების სტრატეგიები, მათ შორის მოახდინოს მიზეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** სიღრმისეულად შეაფასოს მომხმარებელთა საჭიროებები და ადგილზე გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ავტომობილის დეტალებისა და რეცხვის შესახებ;
** აწარმოოს მოლაპარაკებები ძირითად მომხმარებლებთან და მიაღწიოს შეთანხმებებს;
** დააკვირდეს ბაზრის ტენდენციებს და განსაზღვროს შესაძლებლობები და საფრთხეები;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის განვითარებაში;
** დაეხმაროს ხელმძღვანელს სხვადასხვა ყოველდღიური, მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაში;
** ადგილზე წარადგინოს კომპანია კორპორატიული ავტომობილით, მომხმარებლებთა ინტერესის გამოწვევის მიზნით;
** ჰქონდეს ვიზიტები მომხმარებლების ლოკაციებზე, წარადგინოს პროდუქტი და ჩაატაროს ტექნიკური ტრენინგები;
** ეფექტურად მართოს და აღრიცხოს გაყიდვისთვის საჭირო ინვენტარი;
** გააკონტროლოს პროდუქტის მიტანა მომხმარებლის ზუსტ ლოკაციამდე;
** ჩაერთოს ინვენტარის შესყიდვის პროცესში;
** დროულად დაამუშაოს და გადაჭრას პრობლემური შემთხვევები;
** აკონტროლოს ინვენტარის მარაგები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინდუსტრიის ცოდნა და ტექნიკური გააზრება;
** ავტომობილების დეტალების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტის და ვადების მართვის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** მართვის მოწმობა.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია ზეთებისა და ლუბრიკანტების ინდუსტრიაში.

განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის მიმართულებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@headvice.ge. ველში subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია