Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური დირექტორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგის ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა და მისი შესრულების კონტროლი
** ჰოლდინგის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება, მისი პრეზენტაცია ჰოლდინგის მმართველ გუნდთან და გადახრების ანალიზი
** ჰოლდინგის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი მიმდინარე/დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით
** ჰოლდინგის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადება
** ფინანსური რეპორტების წარმოება და ანალიზი
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** ჰოლდინგის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა
** ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სულყოფის მიზნით
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** სააღრიცხვო პერიოდის (ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი;
** გარე აუდიტთან თანამშრომლობა, დასკვნების დანხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა.
** გარე აუდიტის დასკვნის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკებები საკრედიტო და საინვესტიციო ინსტიტუტებთან, სხვა გარე ორგანიზაციებთან
** მუდმივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: careerholding1@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე