დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანიის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.megatechnica.ge
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების, გაყიდვების, გადაადგილების და სხვა ელექტრონული ოპერაციების შესრულება;
** მეილზე მიღებული შეკვეთების 1C პროგრამაში გატარება;
** ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა;
** საბითუმო დეპარტამენტის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა სხვა, კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** შრომისმოყვარე და დისციპლინირებული;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|