დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Bellezza
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს — კომუნიკაბელურ, პასუხისმგებელიან და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს - გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით.
ვინ ვართ ჩვენ?
Bellezza არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ესთეტიკა და ხარისხი. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ინტერიერის დიზაინის ელემენტებს, რომლებიც სახლს ან ოფისს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შოურუმში შემოსულმა ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი, არამედ ინსპირაციითა და კომფორტით სავსე გამოცდილებაც.
სამუშაო გრაფიკი:
6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე.
10:30 - 19:00
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი
** სტაბილური და ესთეტიკური სამუშაო გარემო
** პროფესიონალი და მეგობრული გუნდის მხარდაჭერა
რას ველით შენგან:
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება
** პასუხისმგებლობა და სამუშაო დროის პატივისცემა
** ენერგია და ესთეტიკის მიმართ ინტერესით სავსე დამოკიდებულება
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
** ინტერიერის დიზაინით დაინტერესება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ecoplit.ge
|
|
|
|