Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ოტიუმ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
უძრავი ქონების სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Otium Development" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიული კონსულტირება და განმარტების გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმების, პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სხვადასხვა სახის წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სხვადასხვა სახის ბრძანებების (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციების და სხვა მსგავსი დოკუმენტის პროექტების მომზადება;
** კომპანიის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სასამართლოში, მედიაციაში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა- სარჩელის, შესაგებელის, სარჩელის უზრუნველყოფის, საჩივრის, მორიგების აქტის, განცხადებების, შუამდგომლობის ახსნა-განმარტების, დასკვნების მტკიცებულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენა, კომპანიის ინტერესების დაცვა, სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში-სააღსრულებო წარმოების კოორდინირება, მონაწილეობის მიღება აღსრულების ყველა ეტაპზე;
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილებების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება - უპირატესობად ჩაითვლება;
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი სამართლის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სამართლებრივი ბაზები და სხვა შესაბამისი რესურსები).

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: m.sarkisashvili@otium.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე