Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663950&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი - ქედი, შუახევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: კოლეჯი ბლექსი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მისამართებზე) პოზიციაზე.

მისამართი - დასაქმებული საქმიანობას წარმართავს ქედისა (ა. წერეთლის ქ. N4) და შუახევის (ი. ჭავჭავაძის ქ. N8) მუნიციპალიტეტების მისამართებზე.
განცხადების პერიოდი - 05.09.2025 - 05.10.2025
თანამდებობრივი სარგო - 1, 864 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ავტორიზაციის, პროგრამების დამატების/კვოტის გაზრდის/მისამართის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებით განაცხადების მომზადებასა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების შედეგების გაანალიზების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის კონსულტირება სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დამწყები პროფესიული განათლების მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა: კონსულტირება სწავლებისა და შეფასების მეთოდების, კალენდარული გეგმის, შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით;
** ხარისხის მართვის მენეჯერის ხელმძღვანელობით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებთან მიმართებაში.
** ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა, დადგენილი წესის კალენდარული გეგმის მოდულთან შესაბამისობის შემოწმება პროგრამის შეფასების პროცესში;
** პროფესიული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე, დადგენილი წესის მიხედვით, პროფესიულ სტუდენტთა სტატუსთან და შეფასებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციისა და რეესტრის ბაზის ანალიზის პროცესში ჩართულობა;
** შესაბამისად, პერსონალის საქმიანობის შეფასების და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის ხელმძღვანელთა კონსულტირება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით;
** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის შესაბამისად, მონაწილეობა დაწესებულების რესურსების რეგულარულ შეფასებასა და განვითარებაში;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კმაყოფილების, პროფესიული განათლების მასწავლებელთა თვითშეფასების კვლევა ხარისხის მართვის მენეჯერთან შეთანხმებული კვლევის ინსტრუმენტებით;

განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება: სასურველია პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს:

** საქართველოს კანონს "პროფესიული განათლების შესახებ" და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად რეგულაციას;
** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
** კვლევების მეთოდოლოგიას.

დამატებითი ცოდნა:

** აუცილებელია კომპიუტერის საოფისე პროგრამების და რომელიმე უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.
** დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
** საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კოლეჯის მიერ ორგანიზებულ 20 საათიან ტრენინგზე დასწრება.
** შერჩევა

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია