დასახელება:
დამწყები დიზაინერ-მბეჭდავი
|
მომწოდებელი:
3D Painter
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დიზაინერ-მბეჭდავის პოზიციაზე.
"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია Adobe Photoshop-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოების დამუშავება;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში და შემდეგ სუვენირების დამზადება სპეციალური აპარატით (შეისწავლით ადგილზე);
** დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და კლიენტისთვის შეთავაზება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია, პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების გაფორმება;
** ** პროდუქციის ფოტო/ვიდეო გადაღება/სლაიდების მონტაჟი.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიული აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.
პირობები:
** სამუშაო ადგილი გალერია თბილისი 3D painte სავაჭრო სტენდი
** სამუშაო საათები სრული: კვირაში 6 დღე: 16:00 სთ დან 22:00 სთ მდე კვირაში ოთხი დღე შესვენება 30 წუთი ; 14:00 დან 22:00 სთ მდე მეხუთე დღეს, შესვენება 60 წუთი; 10:00 სთ დან 22:00 სთ მდე მეექვსე დღეს, შესვენება 60 წუთი,
** ხელფასი 900 ლარი პლიუს ბონუსები გაყიდვებიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|