Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663927&print=yes&view=jobs
 
PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: New Time
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
საათების მაღაზიათა ქსელი "New Time" ეძებს PR მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ბრენდის კომუნიკაციასა და პოპულარიზაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის PR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მედია პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** კამპანიებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ახალი პროდუქტების (საათების მოდელების) პრომოცია და კლიენტებისთვის საინფორმაციო კამპანიების განხორციელება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგი/PR/კომუნიკაციები);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან მოდის ინდუსტრიაში);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კრეატიულობა და ინოვაციური იდეების შექმნის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

თქვენი CV გამოგზავნეთ მისამართზე: hr@newtime.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია