Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663926&print=yes&view=jobs
 
კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას: კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი პოზიციაზე.

მდებარეობა: ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: მზარდი, 1200 ლარიდან გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;
** კომპიუტერული მოწყობილობების მონტაჟი, რეკონსტრუქცია და პროგრამულად გამართვა;
** ელექტრონული აპარატურის დაშლა, აწყობა და დიაგნოსტირება;
** ახალი მოწყობილობის შემთხვევაში, მომსახურების და სერვისული ინსტრუქციების გაცნობა და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** არსებული პროგრამული და ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონე);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ნაწილებისა და ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ახალი ტექნოლოგიების გარჩევისა და ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mworld.ge.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია