"საქართველოს ამბები/მთის ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა, ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok)
** მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.
შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge/ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბებისთვის" პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება "მთის ამბებს" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაა საქართველოში. "მთის ამბები" ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
|