Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663896&print=yes&view=jobs
 
მინდობილი პირი - ხულო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინდობილი პირი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას მინდობილი პირის თანამდებობაზე ხულოში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ფილიალში ექსპერტ-შემფასებლების მიერ გაცემული სესხების (ოქროსა და ტექნიკის უზრუნველყოფით) შედარება პროგრამასთან (სესხებისა და გირაოს ოდენობის) და მის საფუძველზე მიღება -ჩაბარება ექსპერტ-შემფასებლების მიერ წარმოებულ ჟურნალში ხელმოწერით და შემდგომ ჩაბარება მთავარ ექსპერტზე მიღება ჩაბარების აქტით.
** დახურული სესხების საფუძველზე მოთხოვნის (გირაოს გამოტანის) ამოღება
** გირაოს მიღება ბანკიდან ან კომპანიის საცავიდან პროგრამული მოთხოვნის საფუძველზე,

ძირითადი მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - თავისუფალი გრაფიკი.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge.

ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია