Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663851&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"Craft Food" ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.

"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 1 დღე - 10:00-19:00; 2 დღე - 18:00-03:00; 3 დღე - დასვენება
** სამუშაო განაკვეთი: 2/2 გრაფიკი (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი.
** დაზღვევა - კომპანიის დაფინანსებით.
** ღამის საათებში ტრანსპორტირება - კომპანიის დაფინანსებით.
** კვება - 45% ფასდაკლება ჩვენს ობიექტებზე არსებულ სრულ პროდუქტზე.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, შარტავას ქუჩა N4ბ.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან შეთავაზების გაკეთება;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან მუშაობა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Fina პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** სისხარტე
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 სექტემბერი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 500 505987.

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია