დასახელება:
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ზებრა გრუპი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"ზებრა გრუპი" — წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში — ეძებს ენერგიულ და მიზანდასახულ პროფესიონალს გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა (რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური ბონუსი სამუშაოს დაწყების მე-3 თვიდან
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
თქვენი როლი:
ახალი თანამშრომელი უშუალოდ დაექვემდებარება კომერციულ დირექტორს და ჩაბმული იქნება გაყიდვების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების მართვა:
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდების ორგანიზება ლოგისტიკის პარტნიორებთან;
** ინვოისებისა და ზედნადებების მომზადება;
** ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან;
** ახალი პროდუქტების რეგისტრაციის ფორმების შევსება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა გაყიდვებისა და მარაგის მონაცემებთან დაკავშირებით.
პროდუქტებისა და ბაზის მართვა:
** საკონტაქტო ბაზის შექმნა და განახლება (Excel);
** ახალი პროდუქტების კომერციული მონაცემების დამუშავება.
** ღონისძიებები და ფესტივალები
** კომპანიის წარმომადგენლობა წიგნის ფესტივალებსა და ღონისძიებებზე.
ონლაინ გაყიდვები და კომუნიკაცია:
** კომპანიის Facebook-ის გვერდის მომხმარებლების კომერციულ შეკითხვებზე პასუხი;
** პროდუქციის მარაგისა და ონლაინ გაყიდვების მართვა (საიტსა და პარტნიორ ვებგვერდებზე);
** ფინანსური ოპერაციები
** პარტნიორი კომპანიების გადახდების მონიტორინგი;
** დროული კომუნიკაცია გადახდის დაგვიანების შემთხვევაში.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მაგ.: კატეგორიის მენეჯერი საცალო ქსელში, გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიცია სადისტრიბუციო კომპანიაში და სხვ.);
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტიანი კომუნიკაცია.
როგორ დავკავდეთ პოზიციას?
თუ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@zebra-group.ge და საგნის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|