Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას
მზარეულის პოზიციაზე - ქართული რესტორნისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგების სწორი მართვა და კონტროლი;
** თითოეული კერძის ხარისხის, მოცულობისა და ტემპერატურის შემოწმება;
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა, შეუფერხებელი პროცესის უზრუნველსაყოფად;
** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა;
** მენიუს შექმნაში მონაწილეობა და მისი განვითარება ხელმძღვანელთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ და სწრაფ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: ქ. თბილისი, ლევილის სანაპირო №10;
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;

სასარგებლო ბენეფიტები:

** კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე