Робота для біженців з України
სტაჟირება საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
განაკვეთი: ნახევარი

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** რეესტრის წარმოებაში დახმარება;
** დოკუმენტების რეგისტრაცია, დახარისხება და არქივირება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება საქმისწარმოების სამსახურის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენა;

კომპეტენცია და უნარები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე