Робота для біженців з України
სტომატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა ნიუმედი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს კლინიკა "ნიუმედი" აცხადებს ექიმი სტომატოლოგის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** გეგმური და გადაუდებელი პაციენტების მიღება,
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** პაციენტებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

B ჰეპატიტზე ვაქცინაცია, ასევე C ჰეპატიტზე სკრინინგი 6 თვეში ერთხელ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV):info@newmed.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე