დასახელება:
ნეიროფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
სესანე
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი "სესანე" აცხადებს ვაკანსიას ნეიროფსიქოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვების კოგნიტიური, ემოციური და ქცევითი ფუნქციების შეფასება;
** ნეიროფსიქოლოგიური ტესტირების ჩატარება და შედეგების ანალიზი;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ნეიროგანვითარებითი სირთულეების (მაგ. ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების პრობლემები, სწავლის სირთულეები) კორექციულ-საპროგნოზო მუშაობა;
** მშობლებთან თანამშრომლობა და რეკომენდაციების მიწოდება;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვ.) ინტერდისციპლინური მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ნეიროფსიქოლოგიის ან კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი (ან შესაბამისი დიპლომი);
** ბავშვებთან ნეიროფსიქოლოგიურ მუშაობაში გამოცდილება
** თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიური ტესტებისა და მეთოდების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული განვითარებისადმი მზაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მუშაობას;
** განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info.sesane@gmail.com
|
|
|
|