Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: სესანე
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი "სესანე" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების ქცევითი სირთულეების შეფასება და ანალიზი;
** ინდივიდუალური ქცევითი ინტერვენციის გეგმის შედგენა და განხორციელება;
** სასწავლო და სოციალურ გარემოში ბავშვის ადაპტაციის ხელშეწყობა;
** მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა, კონსულტაციები და რეკომენდაციების მიწოდება;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბავშვის ჰოლისტიკური განვითარების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქცევითი თერაპიის, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების დიპლომი;
** ქცევითი თერაპიის მეთოდებში (ABA და სხვ.) გამოცდილება ან სასურველი კურსების გავლა;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (აუტიზმის სპექტრისა და ქცევითი სირთულეების შემთხვევაში — უპირატესობა მიიჩნევა);
** მოთმინება, ემპათია, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებზე დაყრდნობილ პრაქტიკას;
** პროფესიული ზრდისა და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info.sesane@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე