დასახელება:
კვების თერაპევტი
|
მომწოდებელი:
სესანე
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი "სესანე" აცხადებს ვაკანსიას კვების თერაპევტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვების კვებითი ჩვევებისა და სირთულეების შეფასება;
** ინდივიდუალური კვების თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** ბავშვისთვის ახალი საკვების მიღების, ჭამის პროცესის ორგანიზებისა და სენსორული ბარიერების დაძლევის მხარდაჭერა;
** მშობლებთან თანამშრომლობა, რეკომენდაციების გაცემა და პრაქტიკული რჩევების მიწოდება;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი) კოორდინაცია ბავშვის კომპლექსური განვითარების მხარდასაჭერად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კვების თერაპიის, დიეტოლოგიის, სპეციალური განათლების ან დაკავშირებული მიმართულების დიპლომი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** მოთმინება, შემოქმედებითობა და ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარული.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალების გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info.sesane@gmail.com
|
|
|
|