დასახელება:
სავაჭრო აგენტი
|
მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში - სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.
ადგილმდებარეობა: ქ თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება:
** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
** გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა.
** დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან;
უნარ-ჩვევები:
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება სავალდებულოა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: 2000 ლ (ასევე მოქმედებს ბონუსური აღრიცხვის სისტემა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო აგენტი ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 595 404 225;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|