დასახელება:
სერვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება ფურშეტის ორგანიზების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარის ფლობა;
** ფურშეტის მომზადების პროცესის მაღალ დონეზე ცოდნა;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** პრიორიტეტულია გამოცდილება ფურშეტის მართვის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტთან ერთად ფურშეტის მენიუს შერჩევა;
** კლიენტთან შეთანხმება, ფურშეტის თარიღსა და სტუმრების რაოდენობაზე;
** შეთანხმებული მენიუს მიხედვით, პროდუქციის განსაზღვრა და სწორად შეკვეთა;
** თითოეული კერძის ინგრედიენტების რაოდენობის გაანგარიშება სტუმრების რაოდენობაზე დაყრდნობით;
** პერსონალის (მზარეულები, მიმტანები, სერვის პერსონალი) შერჩევა და სწორად განაწილება;
** საჭირო ინვენტარის (მაგიდები, სკამები, თეფშები, ჭურჭელი) სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** შეთანხმებული მენიუს მიხედვით ფურშეტის მომზადების კონტროლი;
** ნედლეულის შენახვის პირობების კონტროლი.
** კერძების ხარისხისა და ვიზუალის კონტროლი;
** მომზადებული კერძებისა და დესერტების სერვირებისა და მათი საპრეზენტაციო ადგილზე განთავსების კონტროლი;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** HACCP სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სპეციალური მოთხოვნების (ვეგეტარიანული, დიეტური, ალერგიული საკვები) გათვალისწინება;
** მომსახურების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ფურშეტის ხარჯების მართვა და კონტროლი;
** ფურშეტის ხარჯთაღრიცხვის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|