დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
NeoSilk Way
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
შპს "NeoSilk Way" წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვებზე ფოკუსირებულ, სწრაფად მზარდ ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ჩინეთიდან საქართველოში მსხვილი ტვირთების უსაფრთხო და სანდო ტრანსპორტირებაში.
"NeoSilk Way" ხარისხზე, სისწრაფესა და საიმედოობაზეა ფოკუსირებული, რაც მას ბიზნესისათვის სასურველ პარტნიორად აქცევს.
კომპანია "NeoSilk Way" არა მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ჩინეთ-საქართველოს ფარგლებში ბიზნეს-ტურებზეა ორიენტირებული.
ეს ტურები საშუალებას აძლევს კომპანიების წარმომადგენლებს, მოინახულონ ჩინეთში ექსკლუზიური საცალო და საბითუმო მომწოდებლები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ადგილობრივი კომპანიებისთვის ბიზნეს პროცესების მართვასა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
შპს "NeoSilk Way" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მ.წინამძღვრიშვილის ქუჩა 166.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) (კუთვნილი 1 საათი შესვენება)
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა ბაზის მართვა, განახლება და ფორმირება;
** კომპანიის სერვისების (ლოგისტიკა, ბიზნეს-ტურები) შესწავლა და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა;
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და ზრდაზე მუშაობა;
** რეპორტინგი;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ბიზნეს-ადმინისტრირება ან მონათესავე სფერო) სასურველია;
** გამოცდილება ლოჯისტიკისა და/ან ბიზნეს-ტურების გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენა - B2 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს და მოქმედ B კატეგორიის მართვის მოწმობას;
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
1. შესარჩევი სიის მომზადება;
2. გასაუბრება;
3. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ინფორმირება.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: neosilkway@outlook.com
|
|
|
|