დასახელება:
გაყიდვების უფროსი
|
მომწოდებელი:
ზიონი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.
"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე Zion.ge.
ზიონის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გაყიდვების უფროსს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. როგორც გაყიდვების უფროსი, თქვენ უხელმძღვანელებთ დეველოპერული კომპანია ზიონის პროექტების გაყიდვების სრულ ციკლს ქ. ქუთაისში.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ზიონის ქუთაისის პროექტების გაყიდვების გეგმის შეჯერება, სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა/ანალიზი;
** გაყიდვების მართვა ლიდების გენერაციიდან კონტრაქტის დახურვამდე;
** კლიენტებისათვის პრეზენტაციებისა და წინადადებების მომზადება და მიწოდება;
** გაყიდვების მიზნების, მეტრიკების და KPI-ების დადგენა და თვალყურის დევნება;
** რეგულარული ანგარიშგება და პროგნოზირება ხელმძღვანელობისთვის;
** მარკეტინგთან თანამშრომლობა პრომო მასალებისა და კამპანიების შესაქმნელად;
** კომპანიის წარმოდგენა ინდუსტრიულ ღონისძიებებსა და გამოფენებზე;
** გაყიდვების პროცესებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის/ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** სასურველია გამოცდილება ლუქს ან პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** გაყიდვების მეთოდოლოგიებისა და CRM სისტემების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|