დასახელება:
არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - საკვები დანამატები
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის (ცხოველთა მოვლის პროდუქტები და საკვები დანამატები) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ცხოველთა მოვლისა და საკვები დანამატების საშუალებების კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის რეგულარული ანალიზი - ტენდენციების, კონკურენტების და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
** მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემური ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ხელსაყრელი პირობების შეთანხმება;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სარეკლამო და პრომო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება და მიზნობრივი აქციების დაგეგმვა;
** ვეტერინარული კლინიკებითა და ცხოველთა მაღაზიებით აქტიური კომუნიკაცია პროდუქტების პოპულარიზაციისა და ცნობადობის გასაზრდელად;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) მჭიდრო კოორდინაცია და ერთობლივი სტრატეგიების განხორციელება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ვეტერინარია/ბიოლოგია/ანალოგიური პროფილი);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** ცხოველთა მოვლისა და კვების პროდუქტების ბაზრის ცოდნა და დაინტერესება;
** კომერციული პროცესების ცოდნა (ფასწარმოქმნა, პროდუქტის მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება);
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, 1C ERP) კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და ბაზრის ტენდენციების სწრაფად აღქმის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირებული მიდგომა;
** ინიციატივიანობა და შემოქმედებითი ხედვა;
** გუნდში მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ვეტერინარულ კლინიკაში, ვეტერინარულ მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება, ან ვეტერინარის უმაღლესი განათლება
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.10.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/h6oxbEwxQu
|
|
|
|