Робота для біженців з України
არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - სამედიცინო ტექნიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - სამედიცინო ტექნიკა
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის (სამედიცინო ტექნიკა) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო ტექნიკის (წნევის აპარატები, გლუკომეტრები, პულსომეტრები) კატეგორიის განვითარების სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ადგილობრივ ექიმებთან და კლინიკებთან თანამშრომლობა პროდუქტების ცნობადობისა და გაყიდვების მხარდასაჭერად;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შექმნისა და შესრულების პროცესში;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება და შედეგების მონიტორინგი;
** მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
** მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემური ანალიზი;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულება კატეგორიის განვითარების მხარდასაჭერად;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მარკეტინგი/ანალოგიური პროფილი);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინ. B2 დონე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან შემხებლობა.
** კომერციული პროცესების ცოდნა (ფასწარმოქმნა, პროდუქტის მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება);
** საოფისე პროგრამების (MS Excel, 1C ERP) კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტური უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდთან მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/h6oxbEwxQu
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე