Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663728&print=yes&view=jobs
 
არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - ნუტრიციოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - ნუტრიციოლოგი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის (ნუტრიციოლოგი) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სპორტული კვებისა და საკვები დანამატების კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** სპორტულ დარბაზებთან, ნუტრიციოლოგებთან, პერსონალურ ტრენერებთან და კვების სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია პროდუქტების ცნობადობის გასაზრდელად.
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება და შედეგების მონიტორინგი;
** მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი;
** მჭიდრო თანამშრომლობა/კოორდინაცია შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება);
** სპორტული კვებისა და საკვები დანამატების პოპულარიზაციის მიზნით, პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება და/ან ნუტრიციოლოგიის მიმართულებით სერტიფიკატი;
** სასურველია უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით (ანალოგიური, კომერციასთან დაკავშირებული პროფილი)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** სპორტული კვებისა და საკვები დანამატების ბაზრის ცოდნა და დაინტერესება;
** კომერციული პროცესების ცოდნა (ფასწარმოქმნა, პროდუქტის მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება);
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, 1C ERP) კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტური უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ მუშაობაში ჩართულობა;
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** სასურველია კანდიდატი თავადაც ეწეოდეს აქტიურ სპორტულ ცხოვრებას.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/NHTyvdJAbW
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია