Робота для біженців з України
თეატრის მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თეატრის მოლარე
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას თეატრის მოლარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ფინანსური ჟურნალის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ელექტრონულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 32;
** სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღე 13:00-დან 20:00 საათამდე, კვირაში არაუმეტეს 21 საათისა;
** დასვენების დღე: ორშაბათი;
** ანაზღაურება: 447 ლარი (დარიცხული).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "თეატრის მოლარე".

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე