დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ჯეპრა
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" აცხადებს ანაზღაურებად 6 თვიან სტაჟირებას მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტში. ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს ბაზარზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. ჯეპრა დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ ბიზნეს კომპანიას წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://gepra.ge/ka/chven
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, ალექსიძის №3
სამუშოს ტიპი: ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, საგანმანათლებლო პროცესთან შეთავსებით.
ანაზღაურება: 300 Gel (Net)
მოთხოვნები: ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ფაკულტეტების ბაკალავრიატის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი.
ენები:
** ქართული ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სრულყოფილი უნარები
** ინგლისური ენის ზეპირი და წერითი კომუნიკაციის B2 დონზე ცოდნა
კომპიუტერული პროგრამები: MS Office Word, MS Excel, MS Power Point პროგრამების კარგად ცოდნა
სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობები: ჯეპრას მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტი ტრანსფორმაციის ეტაპზეა და ორიენტირებულია მომავალი პროექტებისთვის საფუძვლიანი ბაზის შექმნასა და კომპანიის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამ ეტაპზე, ძირითადი საქმიანობა მოიცავს კვლევას, ანალიზსა და ინფორმაციის დამუშავებას. სტაჟიორის, როგორც გუნდის წევრის მოვალეობა იქნება დეპარტამენტის საქმიანობის მხარდაჭერა და ცალკეული შიდა პროექტების გაძღოლა.
სტაჟიორის შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად: კანდიდატების გადარჩევა რეზიუმეების მიხედვით, დავალება და გასაუბრება. საბოლოო გადაწყვეტილება (დადებითი და უარყოფითი) კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს. წარმატებულ კანდიდატებთან განიხილება თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი.
კანდიდატების რეზიუმეების დამუშავება მოხდება მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მსურველებმა, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმის ყველა ველი და ატვირთონ რეზიუმე. სხვა სახით გადმოგზავნილი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|