Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663711&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი - ტრავმატოლოგია - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი - ტრავმატოლოგია
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების დეპარტამენტში სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენლის პოზიციაზე, ტრავმატოლოგიის მიმართულებით, აჭარის რეგიონში (ქ. ბათუმი).

ძირითადი მოვალეობები:

** სამიზნე აუდიტორიასთან (განსაკუთრებით ტრავმატოლოგებთან) ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის არამედიკამენტური ტრავმატოლოგიური პროდუქტების გაცნობა და პრეზენტაცია ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის;
** შესაბამისი თემატური ბაზის შექმნა და განახლება;
** ექიმებთან და ფარმაცევტებთან შეთანხმებული სიხშირით შეხვედრების ჩატარება, მათ შორის "ავერსის" სააფთიაქო ქსელში;
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენციები, სემინარები, პრომო კამპანიები);
** სარეკლამო მასალების გავრცელება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და რეგულარული განახლება;
** პროდუქტის მიწოდება/შეთავაზება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
** პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან მონათესავე სფეროში);
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად სამომავლო განვითარებისა და კარიერული ზრდის მიზნით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა (სამომხმარებლო დონეზე);
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შემოქმედებითი აზროვნება; ინიციატივიანობა, სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; პოზიტიურობა;
** შედეგზე ორიენტაცია;

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** ელექტრონული რეზიუმეს განხილვა;
** დისტანციური გასაუბრება;
** ტესტირება;
** პირობების შეჯერება/შეხვედრა;
** ტრენინგი/სწავლება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/U87MJKniUQ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია