დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს პროექტების მართვისა და მარკეტინგის სამსახურის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის სამართლებრივი ფორმაა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
ადგილების რაოდენობა - 1.
სამუშაო ადგილი - თბილისი.
ანაზღაურება - 4070 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შედგენაში, ბიუჯეტის ფორმირებასა და აღსრულება-მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება არსებული და პოტენციური ავიაკომპანიების პროფილის, მიმართულებებისა და მოგზაურთა მოთხოვნების გათვალისწინებით და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
** წლიური და კვარტლური KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი/მართვა;
** ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული კამპანიების მართვა;
** ბრენდის განვითარებისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, არსებული ტრენდების იდენტიფიცირება, ბაზრის ანალიზი და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
** მარკეტინგული აქტივობების კალენდრის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და კომპანიისა და აეროპორტების ვებ-გვერდების სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების კოორდინირება და მონიტორინგი;
** კომპანიის ბრენდის შექმნასა და ადგილობრივ და საერთაშორისო საკომუნიკაციო არხებზე მისი სწორი და თანმიმდევრული პოზიციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
** მარკეტინგის მიმართულებით, არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა, ურთიერთობა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტური ტარგეტირებისათვის, მომხმარებლის ქცევისა და სეგმენტაციის ანალიზი;
** განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, კონტენტისა და სარეკლამო ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** პრეზენტაციებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებით სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** პროაქტიული მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
** შესაძლებელია კანდიდატს დაევალოს პრეზენტაციის მომზადება, გასაუბრების შემდგომ ეტაპზე.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|