დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Next Step Academy
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"ნექსთ სტეპ აკადემიის გუნდი" ეძებს ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს!
"ნექსთ სტეპ აკადემია" — პროფესიული განათლების ლიდერი საქართველოში, ადამიანებს აძლევს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მათ კარიერის განვითარებაში ეხმარება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ფიზიკურად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, ასევე ონლაინ ფორმატში. ეს ყოველივე გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მივაწოდოთ ხარისხიანი განათლება.
ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს და იზრუნებს იმაზე, რომ მეტმა ადამიანმა შეიძინოს პროფესიული უნარები.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა — საუკეთესო თანამშრომლებს ვაძლევთ შანსს, წინსვლისა და ახალი გამოწვევების მისაღებად კორპორატიულ გაყიდვებში.
** ჩვენი პროფესიონალური კურსების უფასო შესწავლა — შენი განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია
** სატელეფონო ლიმიტი სამუშაოსთვის
შენი ძირითადი ამოცანები:
** კლიენტებთან დაკავშირება მათ მიერ დატოვებული ნომრების საფუძველზე
** მუშაობა დამტკიცებული სცენარის მიხედვით
** კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ კლიენტმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება
** Google Sheets-ის ბაზაში მონაცემების განახლება და მართვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება და მიზნების მიღწევა
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის შედეგების გაზიარება
ვის ვეძებთ:
** 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (განათლების სფერო უპირატესობა იქნება)
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და მოტივირებული ადამიანი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00
** ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში
** ლოკაცია: თავდაპირველად ონლაინ, შემდეგ ფიზიკურად ოფისში
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: hr@nextstepacademy.ge
|
|
|
|