Робота для біженців з України
მიმტანი, დამხმარე, ჰოსტესი, ბარმენი, სტიუარდი, დამლაგებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, დამხმარე, ჰოსტესი, ბარმენი, სტიუარდი, დამლაგებელი
მომწოდებელი: NoBo
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შემოუერთდი "NoBo"-ს გუნდს - ადგილი, სადაც სტილი და სული ხვდება ერთმანეთს!

"NoBo" — ბათუმის ახალი ბულვარის გულში, ზღვის ხედითა და ტერასით მდებარე თანამედროვე ლაუნჯ-რესტორანი გიწვევს გუნდში! ეს არის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხის გემო, ემოცია, ატმოსფერო და ღამეები ერთიანდება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ რესტორანი — ჩვენ ვქმნით ცხოვრების სტილს, რომელსაც ანიჭებენ უპირატესობას როგორც სტუმრები, ისე გუნდის წევრები.

დღისით — სიმყუდროვე და რელაქსი ლაუნჯ მუსიკის ფონზე
ღამით — ენერგია, DJ სეტები და Tematic Party-ები
ხედი ზღვაზე - ტერასა 16-ე სართულიდან
ავტორული კოქტეილები, დახვეწილი სამზარეულო და მომსახურება

ვის ვეძებთ?

გეძებ თქვენ — სტილის მქონე, მოტივირებულ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ სიამოვნებას სტუმრისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და გამოცდილება ჰორეკას სივრცეში
** მზარეულობისადმი პასუხისმგებლობიანი, პროფესიონალური და შემოქმედებითი მიდგომა
** სუფთა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს დაცვა, HACCP-ის სტანდარტების გათვალისწინებით
** დეტალებზე ორიენტაცია, სისწრაფე და გუნდური მუშაობის უნარი

ღია ვაკანსიები:

1. მიმტანი
2. მიმტანის დამხმარე
3. ჰოსტესი
4. ბარმენი
5. სტიუარდი (ჭურჭლის მრეცხავი)
6. დამლაგებელი

რას ველით შენგან?

** პასუხისმგებლობა და მოწესრიგებულობა
** კომუნიკაციის და მომსახურების უნარი - თბილი, ღიმილიანი და თავაზიანი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი სტრესის პირობებში ეფექტურად მოქმედება
** უცხო ენების (მათ შორის ინგლისურის) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება — მნიშვნელოვანი უპირატესობაა

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტული ანაზღაურება + დამატებითი Tip-ები
** მოქნილი გრაფიკი — 5/2, 48 საათი კვირაში (შესვენებების ჩათვლით)
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული გარემო და ტრენინგები
** გუნდურობა, მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება

გამოაგზავნე შენი CV ან მოგვწერე მოკლედ საკუთარ თავზე შემდეგ მისამართზე: hr@finetaste.ge

ტელ.: 596 88 88 36

მისამართი: ბათუმი, ზღვისპირის ქუჩა 1ბ.

NoBo — ადგილი, სადაც შენ ხარ სტუმრის საუკეთესო გამოცდილების შემქმნელი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე