დასახელება:
ჰოსტესი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში.
სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.
ამდენად, იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი.
სასტუმრო "ხედის" პანორამული რესტორნისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.
მდებარეობა - ქ. თბილისი
გრაფიკი - სრული (5/2 - 9 სთ ცვლა, 1 სთ შესვენება)
ცვლები - 8:00-17:00, 14:00-23:00, 16:00-01:00 (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).
მოვალეობები:
** რესტორნის სტუმრების დახვედრა;
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდების რეზერვაციებისა და განლაგების მართვა;
** რესტორნის არსებული სტანდარტების და წესების დაცვა.
უნარები:
** უცხო ენების ცოდნა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** დინამიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კვებას;
** ფიტპასს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: hr@khedihotel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ჰოსტესი".
ან დარეკოთ ნომერზე - 575-778-770
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
|
|
|
|