Робота для біженців з України
დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას, დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** "სასტუმრო იოტა"-ში არსებული სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** სასტუმროს პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილებების მართვა/ზედამხედველობა
** სამუშაოს პროცესის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე