დასახელება:
საინფორმაციო მრჩეველი
|
მომწოდებელი:
სმარტ ფინანსი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე: საინფორმაციო მრჩეველი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, წერეთლის #2.
სამუშაო გრაფიკი: არასრული
სამუშაო ადგილის რაოდენობა: 2
ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 14:30 საათამდე, ან 14:30 - 19:00 საათამდე.
შაბათი-კვირა - დასვენება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება; სწორი გადამისამართება;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ;
** რიგების მართვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
ანაზღაურება ხელზე ასაღები: 450 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|