Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"Domino`s Pizza" საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში დომინო`ს პიცა 2015 წლიდან ოპერირებს, აერთიანებს შვიდ ფილიალს და ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: ტექნიკური მენეჯერი

თუ სახლში წვრილმან ტექნიკურ სამუშაოებს თვითონ ასრულებ, გამოირჩევი ხელმარჯვეობით მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა:

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში შემავალ ობიექტებზე ტექნიკური საკითხების მართვა და მოგვარება;
** საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მოწვევა/კოორდინაცია;
** ობიექტების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** ადმინისტრატორების მიერ შევსებულ ტექნიკური პრობლემების ცხრილში მითითებული საკითხების დროულად მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარ-ჩვევები და ხელმარჯვეობა.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალობა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მენეჯერი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე