Робота для біженців з України
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კომპანია "სპექტრუმი", წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროფესიონალური ვიდეოკადრების გადაღება ჩვენი პროექტებისა და ღონისძიებებისთვის;
** ვიდეოს მონტაჟი და დამუშავება Adobe Premiere Pro-სა და After Effects-ში;
** კრეატიული მიდგომა ვიდეოების სცენარისა და ვიზუალური სტილის შემუშავებაში;
** გუნდის სხვა წევრებთან (მარკეტინგი, დიზაინი, PR) მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟში;
** Premiere Pro და After Effects-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროფესიონალური გადაღების ტექნიკის ფლობა;
** შემოქმედებითი ხედვა და დეტალებისადმი ყურადღება.

უნარები:

** პროფესიონალური ვიდეოგადაღების ტექნიკის ფლობა და კამერის პარამეტრების მართვა;
** განათების ძირითადი პრინციპების ცოდნა (natural light / studio light);
** ხმასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა (მიკროფონები, აუდიოჩანაწერის სისუფთავე);
** მონტაჟის პროგრამების (Premiere Pro, After Effects) ეფექტური გამოყენება;
** ვიზუალური ნარატივის და სთორითელინგის შემოქმედებითი ხედვა;
** დრონის ან სხვა დამატებითი გადაღების ტექნიკის ცოდნა (სასურველია);
** გუნდთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ვიდეოგრაფი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე