Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 300 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობა: ყავის და სნექის აპარატების დეტალურად დაშლა, აწყობა, განახლება, მონტაჟი (შესწავლით) (შესწავლის პერიოდი ანაზღაურებადია)

მოთხოვნა:

** ტექნიკის დაშლა აწყობასთან ან მსგავს მიმართულებაში გამოცდილება და უნარ ჩვევები
** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

ანაზღაურება: პირველი თვე 1200 ლარი, მეორე 1400 (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო საათები: 5/7; ორშ.-პარ. 10:00 - 18:00 (შაბათი, კვირა - დასვენების დღე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 52
ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ
Fitpass (ფარავს თანამშრომელი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge. მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე