დასახელება:
ტრენერი
|
მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიულ განვითარებასა და კორპორატიულ ტრენინგებს;
** მეგობრულ და მზარდ გუნდში მუშაობას;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** ახალი თანამშრომლების საწყის (ონბორდინგ) ტრენინგებში ჩართვა და მხარდაჭერა ადაპტაციის პროცესში;
** ქსელში მოქმედი სტანდარტებისა და პროცედურების საფუძველზე ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** მომსახურების ხარისხის, გაყიდვების ტექნიკისა და პროდუქტის ცოდნის ამაღლებაზე ტრენინგების განხორციელება;
** პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენება (როლური თამაშები, სიმულაციები, ქეისები და სხვ.);
** ტრენინგების ანგარიშგების მომზადება და შედეგების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი სფერო სასურველია);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ტრენერის ან გაყიდვების მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სასურველია გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში.
სამუშაო გრაფიკი:
** სრული;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ტრენერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|