Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: არესემ საქართველო სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT დეპარტამენტში IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.

SAP-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გარდა კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 30-35 საათი
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მონაწილეობა IT დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციებში და IT ინფრასტრუქტურის მენეჯერის დახმარება;
** კომპანიის შიდა IT სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება;
** ქსელური და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობის კონტროლი;
** IT აღჭურვილობის მართვა, შეკეთება და ჩანაცვლების პროცესის კოორდინაცია;
** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა თანამშრომლებისთვის;
** IT პროექტებში მონაწილეობის მიღება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ახალი კურსდამთავრებული ან III-IV კურსის სტუდენტი (სასურველია IT/ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ქსელური ინჟინერიის მიმართულებით);
** ინტერესი IT სფეროს მიმართ;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Windows/Linux ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენთუზიაზმი და სწრაფვა ახალი ცოდნის მიმართ;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და გამოცდილებას;
** პროფესიონალებისგან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, მეგობრულ და სტაბილურ გარემოს.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ, გაქვთ სურვილი მიიღოთ/გაიღრმაოთ გამოცდილება და რეალურ პროექტებზე მუშაობით აიმაღლოთ ცოდნა IT მიმართულებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე მეილზე: career@rsm.ge 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე